06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ტერეზა მეი ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

ტერეზა მეი ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის ოფიციალურად დადანაშაულებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. 

დღეს ლონდონში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მთავრობის ხელმძღვანელს გამოძიების ბოლო შედეგებს გააცნობენ.

გავრცელებული ცნობით, პოლიცია და დაზვერვის სამსახური მზად არის პრემიერს მტკიცებულებაც წარუდგინოს, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას.

არ არის გამორიცხული, შეხვედრის შემდეგ ტერეზა მეიმ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებაც გამოაცხადოს. ყოფილი რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან.

დღის ამბები