მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები შედის.
სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ანა დოლიძე ინიციატივით მიმართავს და მოითხოვს, რომ გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება ჩამოშორდეს იუსტიციის საბჭოს.
ანა დოლიძე განმარტავს, რომ თუ საბჭოს გავლენა გამოცდებთან დაკავშირებით შეიზღუდება, მაშინ არსებული კითხვის ნიშნებიც მოიხსნება.
„ეს კითხვის ნიშნები იმის ბრალია, რომ ჩვენ ნამდვილად, არც მაშინ გვქონდა სისტემა და არც დღეს გვექნება სისტემა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს გამოსაცდელი პირის, მასალების, ტესტების სრულ დაცულობას. ეს საფრთხე არსებობს, რჩება. სამწუხაროდ, თუ ეს სისტემა დარჩება საბჭოს ქვეშ, ჩვენ ვერ შევქმნით იმის გარანტიას, რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები გამოცდების მიმართ. სწორედ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც ეს მოხდა ეროვნული გამოცდების შემთხვევაში, ეს უფლებამოსილება აიღოს თავის თავზე, გარე, ძალიან გამოცდილმა ორგანომ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.