06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ტრამპის და იმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრა - ვაშინგტონში ჩრდილოეთ კორეის პასუხს ელოდებიან

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ჩრდილოეთ კორეის პასუხს ელოდებიან. ფხენიანში კი აცხადებენ, რომ ჯერ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სწავლობენ.

დონალდ ტრამპი გასულ კვირას კიმ ჩენ ინის წინადადებას დათანხმდა და მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინს ვაშინგტონთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და ფხენიანში ამერიკის საელჩოს გახსნაც სურს. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მაისის ბოლოს გაიმართება.

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები უშუალოდ ფხენიანში გაიმართოს.

დღის ამბები