20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოება - სოფიო კილაძე კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტში კვლავ კანონმდებლობის გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, უბედური შემთხვევის გამო დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი.

„ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი და გამოწვევაა, რაც გვიდგას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შრომითი უფლებები. გასულ კვირას დაამტკიცა პარლამენტმა ცვლილებების პაკეტიო, რომელიც სწორედ შრომით უსაფრთხოებას გააუმჯობესებს, შრომითი უსაფრთხოების საკითხებს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ კიდევ უფრო ფართო ცვლილებებზე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული,“ - განაცხადა სოფო კილაძემ. 

დღეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი გარდაიცვალა. 55 წლის ზეინკალი 40 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იგი მეოთხე საამქროში სახურავის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა.

დღის ამბები