20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე გიორგი მარგველაშვილი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსაც ესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელობასთან.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.

დღის ამბები