მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთში ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნდა. რეიტინგების თანახმად, ვლადიმერ პუტინი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მის მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოკითხულთა 69-მა პროცენტმა გამოთქვა. რეიტინგებში მეორე ადგილზე კომუნისტების კანდიდატი, პაველ გრუდინინია, მესამე პოზიციაზე კი ლიბერალ დემოკრატების კანდიდატი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გავიდა. მის სასარგებლოდ ხმის მიცემის სურვილი გამოკითხულთა 5-მა პროცენტმა გამოთქვა. გრუდინინმა კი 7 პროცენტი მოაგროვა.
რაც შეეხება ქსენია სობჩაკს, მას ელექტორატის მხოლოდ 2 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში მომავალ კვირას, 18 მარტს გაიმართება.