06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა ნეპალის დედაქალაქში - კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ავიაკატასტროფა ნეპალის დედაქალაქში. კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში დაშვების დროს სამგზავრო თვითმფრინავი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი მოედო. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკვე ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია 38 დაღუპულის შესახებ, 23 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბანგლადეშის ავიახაზების კუთვნილი ლაინერის ბორტზე სულ 67 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამ დროისთვის კატმანდუს აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია.

დღის ამბები