06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბრიტანეთში რუსი აგენტის მოწამვლასთან კავშირს მოსკოვი უარყოფს

ბრიტანეთში რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტთან კავშირს ოფიციალური მოსკოვი კვლავ უარყოფს.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, სერგეი სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვაში მუშაობდა და ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე მოწამლეს, რაც რუსეთს საერთოდ არ ეხება.

პესკოვის ამ განცხადებას წინ უძღოდა უშიშროების საბჭოს შეხვედრა, რომელიც ტერეზა მეიმ მოიწვია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა აგენტის მოწამვლის შესახებ მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს.

დღის ამბები