06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ბანგლადეშის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტში დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი მოედო.

კატასტროფას ცოცხალი მხოლოდ 22 მგზავრი გადაურჩა. ბორტზე სულ 71 ადამიანი იმყოფებოდა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ამ დროისთვის კატმანდუს აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია.


დღის ამბები