20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
საყდრისის აუქციონი - ოპოზიცია აუქციონის შეწყვეტას ითხოვს, უმრავლესობა კი ოპონენტების ტაქტიკურ სვლაზე საუბრობს

„შეჩერდეს უკანონო, წინასწარ განზრახვით დაგეგმილი აუქციონი. 9 თეთრად კვადრატული მეტრი ტყის გაყიდვა ეს არის დანაშაული,“ - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე ეკონომიკის სამინისტროს, საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარიმიწის ფართობზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

საუბარია დმანისში, საყდრისის საბადოს მიმდებარედ არსებულ ფართობზე, რომელიც მრავალწლიანი იჯარით უნდა გაიცეს და მისი საწყისი ფასი 15 000 ლარია.

„სამჯერ მოთხოვნილი კომისია თქვენ ერთხელ მაინც რომ შეგექმნათ დღეს არ იქნებოდა ის ვითარება რაც არის. რა ვითარებაა?-არის აბსოლუტური ეკოლოგიური განუკითხაობა, იწამლებიან ადამიანები. ფაქტობრივად ხდება ეროვნული სიმდიდრის ჩალის ფასად გაჩუქება. დღეს არის საყდრისის თემა უკიდურესად მწვავე. ჩვენ საზოგადოება და არასამთავრობოები გვთხოვენ ამ თემის გახმოვანებას. შეჩერდეს უკანონო, წინასწარ განზრახვით დაგეგმილი აუქციონი. 9 თეთრად კვადრატული მეტრი ტყის გაყიდვა ეს არის დანაშაული,“-აცხადებს გოცირიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
მისი თქმით, ამ საკითხის წამოწევით ოპოზიცია ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ერთგვარი პოლიტიკური პროცესის წინაპირობაა, იმიტომ, რომ თავისთავად ამ საკითხის გადაწყვეტაც კი პროცედურის თანახმად, გარკვეულ პოლიტიკურ დებატებს მაინც თავისთავში მოიაზრებს. ეს არის მათი ტაქტიკური სვლა, რომ ასეთი თემებით ყურადღების ცენტრში იყვნენ,“-აცხადებს ეკა ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები