20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
საყდრისის აუქციონი - "ევროპული საქართველო" საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვას ითხოვს

საყდრისის დაცვის კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და იმ საჯარო აუქციონის გაუქმებას ითხოვს, რომელზეც 16 ჰექტარი ტყის მასივი 15 000 ლარადაა გამოტანილი. „ახალი საქართველოს“ ლიდერის ინიციატივით, საყდრისი გადარჩენის ფონდი შეიქმნება, რომელის მიზანიც ამ ტერიტორიის გამოსყიდვა იქნება.

ამ იდეას უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. მათ ნაწილს კი საყდრისის გადარჩენის საკუთარი გეგმა აქვს.  „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის კომიტეტზე დაარეგისტრირეს ინიციატივა, რომ სპეციალურ სხდომა ჩატარდეს, სადაც სპეციალისტებთან ერთად განსახილველი ერთადერთი საკითხი, სწორედ საყდრისი და მასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები იქნება.

„გარემოსადმი მიყენებული ზიანი 2013 წლიდან არის განუზომლად დიდი ვიდრე გადახდილი ჯარიმები, შეფარდება დაახლოებით, არამხოლოდ „RMG“-ზე, საერთოდ, საქართველოში არის 400 მილიონზე მეტია გარემოსთვის მიყენებული ზიანი მხოლოდ 10 მილიონია გადახდილი.

ჩვენ „ევროპულმა საქართველომ“ უკვე შევიტანეთ კომიტეტზე განაცხადი, ეს სხდომა უნდა გაიმართოს და ამ სხდომაზე შეუძლია მოვიდეს ყველას“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.

დღის ამბები