06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ტერეზა მეის ულტიმატუმს მოსკოვი საცირკო წარმოდგენას უწოდებს 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რუსეთის საგარეო უწყება საცირკო წარმოდგენას უწოდებს.

უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტერეზა მეის განცხადებას საფუძვლად პროვოკაციაზე დაფუძნებული მორიგი პოლიტიკური კამპანია უდევს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, მარია ზახაროვა ასევე დაინტერესდა, თუ რა შედეგით დასრულდა ლიტვინენკოს, ბერეზოვსკისა და სხვა პირების ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაურკვეველ გარემოებებში დაღუპვის გამოძიება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთთან საუბრის დაწყებამდე ყოფილი აგენტის გარდაცვალების ფაქტი საფუძვლიანად ლონდონმა უნდა შეისწავლოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები