06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
აშშ სირიაში დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის მზადაა

შეერთებული შტატები სირიაში დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის მზადაა - განცხადება ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა გააკეთა.

ნიკი ჰეილის განმარტებით, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ვერ მიიღებს ქმედით ზომებს და სირიის ხელისუფლებასა და რუსეთს აღმოსავლეთ გუთას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ვერ აიძულებს, შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიუხედავად, აღმოსავლეთ გუთას რეგიონში საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები