06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
კონგრესმენები ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი კონგრესმენები საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ღია წერილით შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წევრებმა მიმართეს. წერილს 140 კანონმდებელი აწერს ხელს.

ავტორები პრეზიდენტს სანქციების შესახებ მიღებული კანონის იგნორირებაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მიღებული კანონით მისი ადმინისტრაცია ვალდებული იყო დამატებითი სანქციები 29 იანვრიდან დაეწესებინა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ავტორები მიანიშნებენ დონალდ ტრამპს, რომ მისი მიდგომა ერთგვარი გზავნილია პუტინისთვის, რომ მას დაუსჯელად შეუძლია გააგრძელოს ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა.

დღის ამბები