20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
პიარული ნაბიჯი იყო, რომ კალაძე გამოხტა დილაუთენია და თქვა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს - ალეკო ელისაშვილი

„აშკარაა, რომ ვერაფრით ახსნა კალაძემ, რატომ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი და ამ ისტორიაში გაიხლართა და ამის გადასაფარად სუფთა პიარული ნაბიჯი იყო, რომ გამოხტა დილაუთენია და თქვა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს“,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა მერიის მიერ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა. მან კახა კალაძის გადაწყვეტილებას „პიარული ნაბიჯი“ უწოდა.

„არადა კარგად მახსოვს, როდესაც სამი წელია, გავიძახდი, რომ ეს კონტრაქტი გასაწყვეტი იყო, პოპულისტი ხარო და ნარმანიადან დაწყებული კალაძით დამთავრებული წინასაარჩევნოდ ამას ამბობდნენ. ახლა როგორ არის საქმე, მაინტერესეს, ახლა არ არის პოპულიზმი, ის, რასაც ვამბობდი?“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები