საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა ამერიკისა და საქართველოს ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
„რამდენადაც პრეზიდენტის ბრიუსელში წარმატებული სამუშაო ვიზიტის დროს, შესაძლებელი გახდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულად უმაღლეს დონეზე აყვანა. რამდენადაც, ეს მიზანი და გარკვეულწილად ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა შეერთებულ შტატებში ვიზიტი, იმისათვის, რათა მოხდეს კიდევ ერთხელ, უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
განცხადება გააკეთა ამერიკის ”ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ.
„საქართველოს რეალურად ყავს ძალიან ბევრი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, სენატსა და კონგრესში, ექსპერტულ წრეებში,“ - აღნიშნა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ.