„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დედაქალაქის მერიაში დამატებითი განმარტებები გაკეთდა. ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ის თანხა, რომელიც „სითი პარკის“ ბიუჯეტში შედიოდა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადაირიცხება.
მერიაში ამბობენ, რომ სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს საპარკინგე სივრცეების მოწყობას.
დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ აქვს საკმარისი რესურსი, როგორც მენეჯმენტის, ასევე კონტროლის თვალსაზრისით.
„პირველი, რასაც „სატრანსპორტო კომპანია“ გააკეთებს, საპარკინგე ინფრასტრუქტურის 100%-იანი მოწესრიგება იქნება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ამბობენ, რომ მოსახლეობას პირობები არ გაუუარესდება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.