„ჩემი შემდეგი ნაბიჯი არის გასაუბრება კონკრეტულ პირებთან,“ – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ნიკა გვარამიას თქმით, დეკანოზის საქმის შესწავლას ხვალიდან შეუდგება და გაესაუბრება რამდენიმე ადამიანს, თუმცა, არ აკონკრეტებს, ვის.
„ჩემი შემდეგი ნაბიჯი არის გასაუბრება კონკრეტულ პირებთან, ამის შემდეგ უკვე იმ დეტალების მოყოლა, რომელიც მოსაყოლია დანამდვილებით ცალკეულ საეკლესიო პირებზეც, მათ შორის და ბრძოლა ამ ადამიანის გასათავისუფლებლად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ დეკანოზი მამალაძე ციხეს დატოვებს.