20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
პირველი ინსტიტუცია, ვინც იგრძნო ერის და ხალხის პულსი, ისევ პატრიარქი აღმოჩნდა - არჩილ გამზარდია

„ვფიქრობ, რომ პირველი ინსტიტუცია, ვინც იგრძნო ერის და ხალხის პულსი, ისევ პატრიარქი აღმოჩნდა,“ - ასე აფასებს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პატრიარქის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქვეყანას არაფერი ეშველება“.

არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ უკვე საპატრიარქოშიც დაიწყეს ახალ გამოწვევებზე საუბარი.

„ეს გაშლადობა, რა პრობლემასაც შლის ეკლესია, კარგი პროცესია. საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ, არა იმდენად პესიმიზმის, არა, პირიქით, თუ შეძლებს ის კარი, რომელიც თვითონ გახსნა, რომ ილაპარაკოს სიახლეებზე, გამოწვევებზე. კრიზისი არის კარგი წინაპირობა უკეთესისკენ სვლისთვის,“ - აცხადებს გამზარდია.

არჩილ გამზარდია მეუფე შიოს განცხადებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სწორედ მისკენ არის დიდი ყურადღება მიპყრობილი. არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ მეუფე შიოს განცხადებები მარტივი და გასაგები მოსახლეობისთვის.

 

დღის ამბები