20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა პარლამენტარებს ანგარიშს ჩააბარებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების კითხვებს დღეს დაზვერვის სამსახური უპასუხებს.

უწყებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. კანონმდებლებს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

საუბარი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია.

„რაც ეხება საქართველოს ეროვნული ინტერესების  ინსტიტუციურად დაცვას არის კატასტროფული მდგომარეობა. იმის გამო რომ ეს ინსტიტუტები არის პრაქტიკულად ჩამოშლილი.

პირდაპირ რუსეთისთვის ხდება საქართველოსთვის ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციის გადაცემა“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია დაზვერვის სამსახურისგან დეტალურ ინფორმაციას ელოდება. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საფრთხეებზე საუბარი, რაც რუსეთისგან მომდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია გვქონდეს იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წინა შეხვედრიდან გამომდინარე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ გამოწვევები და საფრთხეები არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით რუსეთისგან მომდინარე“-ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები