20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები ეკონომიკის სამინისტროს საყდრისის აუქციონის გაუქმებას სთხოვენ

საყდრისის გადარჩენისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს და დაგეგმილი აუქციონის გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფულ მაჩვენებლამდე ავიდეს.

„არის რისკი, რომ ჩვენ მივიღოთ საშინელი მდგომარეობა, რომელსაც მფარველობის თვითონ სახელმწიფო. საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული, პოლიტიკური პარტიები ვართ კონსოლიდირებული, რომ ხელისუფლება მოეგოს გონს,“-აცხადებს ვაჩეიშვილი

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ჩუქნის 16 ჰექტარს „არ ემ ჯი გოლდს,“ კომპანია კი არ ახდენს ზიანის ანაზღაურებას.

„ჩვენ მივმართეთ სწორედ იმ უწყებას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის გამოცხადების შესახებ მისი უფლებამოსილებაა და შეაჩეროს აუქციონი“-აცხადებს კორძაია.

”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კომპანიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს „არემჯის,“ რომელიც სტანდარტების დარღვევით აწარმოებს სამთო მოპოვებას,“-აცხადებს კეკენაძე.

აღნიშნულ აქციას უერთდება „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო იმატებს იმ საკითხების რაოდენობა, რაც განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს გაერთიანებას.

დმანისის გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივა „ახალ საქართველოს“ ეკუთვნის. ”ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი  პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ არ შეჩერდება აუქციონი, მაშინ პარტიები მოუწოდებენ საზოგადოებას შემოიტანონ ფონდში შემოწირულობა, რათა მოხდეს მიწის გამოსყიდვა.

„მოვუწოდოთ საზოგადოებას შემოიტანონ შემოწირულობა ჩვენ თვითონ გამოვისყიდოთ ეს ტერიტორია და დავამარცხოთ ის ეკოციდი, რაც ხდება ადგილზე“ -ამბობს მანჯგალაძე.

დღის ამბები