20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"RMG GOLD"-ის საქმიანობა და საყდრისის აუქციონი - "ევროპული საქართველო" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პოლიტიკური პარტიები, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე, 16 ჰექტარი მიწის შესაძენად ერთიანდებიან. ამ ფორმით, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი, "არემჯი გოლდისთვის" ელექტრონულ აუქციონზე, უკონკურენტო სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს.

მანამდე კი განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს და დაგეგმილი აუქციონის გაუქმება მოითხოვეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ამ საკითხის განსახილველად კომიტეტის სხდომას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სერგო რატიანის თქმით, აუცილებელია პარლამენტმა გამოიძიოს, ის ზიანი რომელიც „არემჯი გოლდისგან“  გარემოს მიადგა და ასევე წარსულში, კომპანიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტი.

„ამ ვითარებაში იმის პარალელურად რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტს, ისე დღეს გარემოსადმი მიყენებული ზიანის ფაქტს,“ განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები