20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში ის ხალხია, რომელმაც არაფერი გააკეთა 2008 წელს, რომ არ მომხდარიყო ოკუპაცია - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს უფლება არ აქვს ისაუბროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე. მინისტრის თქმით, ეს ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს არაფერი გააკეთა, რათა არ მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

მიხეილ ჯანელიძემ პრემიერისა და ლავროვის უწყების მიმოწერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟენევაში მომდევნო რაუნდზე საქართველოს დელეგაცია ორიენტირებული იქნება კონსტრუქციულ ჩართულობაზე. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ დელეგაციის წევრი გიორგი კვირიკაშვილი არ იქნება. 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, რომ შემდეგ რაუნდზე, მაგალითად, საქართველოს პრემიერი გაემგზავრება ჟენევაში.

დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ჟენევაში იქნება ორიენტირებული კონსტრუქციული ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა, ამისათვის საჭიროა მეორე მხრიდანაც იყოს მზაობა, რათა გადავდგათ ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები მოითხოვს უფრო მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის გამოთქმული.

ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორში ის ხალხი არის, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვს ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“- აცხადებს ჯანელიძე.

 

დღის ამბები