20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
„პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. დიახ, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ“ - ირაკლი სესიაშვილი პრემიერის განცხადებაზე საუბრობს

 „ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს,“-ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერმა ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა, როცა მან განცხადებით რუსეთის ფედერაციას მიმართა. სესიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს. ამიტომ ის ნაბიჯი, რაც პრემიერმა გადადგა იყო ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. დიახ, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი მექანიზმი, საშუალება, კომუნიკაციის ფორმა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები