06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველო - გაეროში რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფაზე ისაუბრეს

რუსეთს აქვს საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფის გამოცდილება და ყველაზე აღმაშფოთებელი სახით ეს ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში მოხდა - განცხადება ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა გააკეთა. დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანეთის წარმომადგენლის ჯონათან ალენის განცხადებით, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომ სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია და ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვის მხრიდან განხორციელებული მუქარა, დიდ ბრიტანეთს აზრს ვერ შეაცვლევინებს. ბრიტანეთს მხარი შეერთებულ შტატების წარმომადგენელმაც დაუჭირა. რუსეთის წარმომადგენელმა კი წაყენებული ბრალდებები უარყო.

დღის ამბები