06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებისა და მაღალი დონის ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ოფიციალური ლონდონი რუსეთის წინააღმდეგ ხისტი გადაწყვეტილებებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდებს. პარლამენტში გამოსვლისას ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს რუსი წარმოშობის ბიზნესმენებისა და ოლიგარქების ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებული ფინანსების შესწავლასა და ფულის გათეთრების სქემების გამოკვლევას. პრემიერ მინისტრის თქმით, მთავრობა რუსული გაზის სხვა მიმწოდებლით ჩანაცვლებაზე ზრუნვას იწყებს.

დღის ამბები