ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში კონგრესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილის საქმე კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია და რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა შეერტებული შტატების კონგრესის სპიკერთან, უმრავლესობის ლიდერთან და კონგრესმენ ტედ პოსთან გამართა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა.