06 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
„ყირიმი უკრაინის ნაწილია“ - აშშ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინის ანექსირებულ ყირიმში ვიზიტს გმობს.

სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ნახევარკუნძულზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის 4 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

უწყების შეფასებით, ყირიმში ჩასვლითა და იქ წინასაარჩევნო მიტინგის ჩატარებით ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას.

"ყირიმი უკრაინის ნაწილია და მასთან დაკავშირებული ჩვენი სანქციები მანამდე დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს,"- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები