06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სობჩაკმა რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ტელედებატებისას იტირა

რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული მორიგი ტელედებატები ეთერის დასრულებამდე დატოვა.

ცნობილმა ტელეწამყვანმა გადაცემის დროს არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ოპონენტები მას ამომრჩევენლთან საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

საბოლოოდ სობჩაკმა ემოციები ვერ შეიკავა, ატირდა და სტუდიიდან გავიდა.

პირველი ტელედებატების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ქსენია სობჩაკმა ვლადიმერ ჟირინოვსკის სასამართლოშიც უჩივლა.

დღის ამბები