06 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ჟურნალისტის მკვლელობა სლოვაკეთში - პრემიერი პოსტს ტოვებს

სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი პოსტს ტოვებს. რობერტ ფიკომ კოალიციას პოსტის დატოვება შესთავაზა, თუმცა მოსთხოვა, რომ ახალი პრემიერის დასახელების უფლება მის პარტიას მისცენ.

პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება, ქუჩებში კი მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები იმართება.

27 წლის საგამოძიებო ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად თებერვლის ბოლოს მოკლეს. ის მაღალ-პოლიტკურ წრეებში არსებულ კორუფციაზე სტატიებს აქვეყნებდა. მკვლელობის მთავარ მოტივადაც მისი პროფესიული საქმიანობა სახელდება.

დღის ამბები