20 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების წინ პრემიერმა უპასუხოს დეპუტატების კითხვებს - „ევროპული საქართველო“ კვირიკაშვილს იბარებს

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას და ჟენევის მოლაპარაკებების წინ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭიროს და მიიღოს ასევე „ოთხოროზია-ტატუნაშვილის სიის“ სახელით ცნობილი სანქციების პაკეტი. 

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და მას არაკომპეტენტურს უწოდებს.

პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელში რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჯანელიძემ დაგმო სკრიპალის მოწამვლის ფაქტი, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა გამოძიების აუცილებლობას სიმართლის დასადგენად. ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ განცხადებით ჯანელიძემ რეალურად გაიმეორა რუსული მხარის პოზიცია.

„მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ დარწმუნებით ხელს ადებენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ამ მტრული აქტის განხორციელებაში და პასუხისმგებლობას აკისრებენ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე, რითიც იმეორებს რუსულ ნარატივს.
ამგვარი ორაზროვანი განცხადება არის, როგორც მინიმუმ არაკომპეტენტური და არის უპატივცემულობის გამოხატულება საქართველოს მოკავშირეებისა და პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მომავალ კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგეს საქართველოს პრემიერ მინისტრი და უპასუხოს პარლამენტის წევრების კითხვებს, რადგან დღეს, საქართველოსთვის ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი უბრალოდ არ არსებობს,“- განაცხადა კანდელაკმა.

დღის ამბები