20 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"ალიანსი არ უპასუხებს რუსეთს სარკისებურად, ტანკზე-ტანკით, რაკეტაზე-რაკეტით" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნისთვის რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საკითხი აქტუალური იყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ საკითხს მოხსენებაში დიდი დრო დაუთმო. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭომ მიიღო მხარდასაჭერი, ერთიანი განცხადება. იმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი ნატოს მიმართავს, ალიანსი მზად არის, პრაქტიკულად დაეხმაროს გამოძიებას.

„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ სოლსბერის თავდასხმით დაირღვა საერთაშორისო ნორმები და შეთანხმებები. ამგვარი საქციელი მიუღებელია და მისი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის. ნატო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტიპის ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას საერთაშორისო მასშტაბით. სოლსბერის თავდასხმა მოხდა რუსეთის უგუნური საქციელის ფონზე, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება. მისი ქმედებებია: ყირიმის ანექსია, უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერა, სამხედრო ძალების ყოფნა მოლდოვასა და საქართველოში, ამ ქვეყნების ნების საწინააღმდეგოდ. ჩარევა მონტენეგროში და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებში, დემოკრატიული არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურების მცდელობა და სამხედრო კონტიგენტის ზრდა ევროპის ჩრდილოეთით და ახლო აღმოსავლეთში“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენმდივანმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ახდენს სამხედრო ძალების მოდერნიზებას, დებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. ქმნის ახალ იარაღს ბირთვული შესაძლებლობების ჩათვლით. ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებას შორის ხაზის წაშლა ამცირებს რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების ბარიერს. რუსეთის ასეთი საქციელი არის საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი. ნატოს მიდგომა კვლავ მტკიცე, თავდაცვითი და პროპორციულია. ალიანსი არ უპასუხებს რუსეთს სარკისებურად - ტანკზე-ტანკით, რაკეტაზე-რაკეტით და დრონზე-დრონით. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი და არც ახალ გამალებულ შეიარაღებაში ჩათრევა. გამალებულ შეიარაღებას გამარჯვებული არ ჰყავს. ეს არის სარისკო და არც არავის ინტერესშია. მაგრამ ეჭვი ნურავის შეეპარება- ნატო ყველა მოკავშირეს დაიცავს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები