დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღდეგ მკაცრ პოლიტიკის გატარებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოსკოვი საკუთარ საქციელს არ შეცვლის- განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა გააკეთა.
სარა სანდერსის თქმით, ამ დრომდე თეთრი სახლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა.
ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გუშინ შემოიღო. შეზღუდვები 19 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას დაუწესდა.