20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი შეხვედრა პრემიერთან, გვიან ღამით დასრულდა

"ქართული ოცნების" პარტიის მთავარ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა, გვიან ღამით დასრულდა. სხდომიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მტკიცებით, საუბრის თემა ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია არ იყო.

მათი თქმით, განიხილეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელიც 23 მარტს უნდა დამტკიცდეს, ასევე პარლამენტში გენდერული კვოტების საკითხები და საკანონმდებლო ინიციატივა - ე.წ.  “გირგვლიანის შესწორებები".

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ქალების რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, პარტიებმა ვალდებულება უნდა აიღოს, მაგრამ კანონით უნდა დარეგულირდეს ეს თუ პოლიტიკური ნებით, ამ საკითხზე კიდევ გავაგრძელებთ საუბარს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები