20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარი - ენმ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, საკრებულოში იბარებს. 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით დააფინანსა თბილისის მერიამ, ლევან გაჩეჩილაძე სარეზერვო ფონდიდან. 

თუმცა მივა თუ არა გელა ჩივიაშვილი შეხვედრაზე უცნობია. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს თბილისის მერიამ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ფონდიდან 30 ათასი ლარი გადაურიცხა.

„კონკრეტული კითხვები გვაქვს და იმედი მაქვს, სოციალური და საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი გელა ჩივიაშვილი, დღეს დაესწრება ფრაქციის სხდომას,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები