20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მოქალაქეობის ჩამორთმევა - ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი ავრცელებს.

რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სარჩელის უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს, მის მიმართ სასტიკ მოპყრობას ეხება.

ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები უკანონოდ ცნონ.

ჩერნოლუცკის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასაც გაასაჩივრებენ.

დღის ამბები