06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
მაიამიში ხიდის ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

მაიამიში ხიდის ჩამონგრევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი.

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევა დღისით მოხდა, როდესაც მასზე სტუდენტები გადადიოდნენ.

950 ტონიანმა კონსტრუქციამ მანქანები მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.

ხიდი ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან, სტუდენტების მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. დაღუპულების ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები