06 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ნივთიერება, რომლითაც რუსი აგენტი მოწამლეს სავარაუდოდ, მისი შვილის ბარგში იყო მოთავსებული

ტოქსიკური ნივთიერება, რომლითაც დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტი მოწამლეს, შესაძლოა, მისი ქალიშვილს ბარგში იყო მოთავსებული.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ მომწამვლელი ნივთიერების "ნოვიჩოკის" ჩემოდანში მოთავსება, მოსკოვში, მის დიდ ბრიტანეთში გამოფრენამდე მოხდა.

გამოძიების პარალელურად კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მოინახულა ის ქუჩა, სადაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

სოლსბერიში ტერეზა მეი ადგილობრივ მოსახლეობასა და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღის ამბები