06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა საბავშვო ბაღზე ტერაქტი აღკვეთეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 24 წლის მამაკაცი, რომელიც ლატვიის მოქალაქეა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დენის ილარიონოვი საბავშვო ბაღზე გეგმავდა თავდასხმას და ამ მიზნით ხელნაკეთი ბომბი ჰქონდა დამზადებული. 

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სოციალურ ქსელებში არ მალავდა თავის სიმპათიას საიფულო საიპოვისადმი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა და რვა ადამიანი მოკლა.

დღის ამბები