ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ჰერმანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია. იანოშ ჰერმანი უსამძიმრებს ტატუნაშვილის ოჯახს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს ისიც ისევე განიცდის, როგორც ქართველი ხალხი.
"ევროკავშირმა ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ოფიციალური განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე. მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება, ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ. ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ ოჯახისთვის, საკმაოდ გვაღელვებს და ჩვენს დამოკიდებულებას ყველასთან გამოვხატავთ დიპლომატიური მუშაობით"-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.