20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
პრეზიდენტს აქვს თავისი ვალდებულებები და სჯობს ამ მიმართულებებს მიხედოს, ვიდრე არაადეკვატურ პოლიტიკურ საქმიანობას - გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე 

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა.

ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის მიმართვას მიესალმება.

„საქართველოს პრეზიდენტი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი და შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ასე იმუშაოს. ძალიან კარგია, თუ მოხდება ამ ინიციატივის გატანა ამერიკის კონგრესში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენა.

„პრეზიდენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისი ვალდებულებები კონსტიტუციური და სჯობს, მან ამ მიმართულებებს მიხედოს, ვიდრე ვთქვათ, სხვადასხვა, ხანდახან, არაადეკვატურ პოლიტიკურ საქმიანობას, ოღონდ შიგნით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციის სფეროა განცხადების გაკეთება.

„მხოლოდ მისასალმებელია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში გამართა ასეთი მაღალი დონის შეხვედრა,“ - განაცხადა თალაკვაძემ. 

დღის ამბები