20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პრეზიდენტის მიმართვა კონგრესს - ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება

პრეზიდენტის მიმართვა კონგრესს - ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება. გიორგი მარგველაშვილმა კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი პრეზიდენტის მიმართვას სწორ ნაბიჯად აფასებს.

„დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხების და პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი არ გამოვა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც ვერ მიუღია სანქციების პაკეტი. სანქციების პაკეტის არმიღების შემთხვევაში, თეორიული შანსიც, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს არ იარსებებს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაც".

„განსაკუთრებით მისასალმებელია პრეზიდენტის ეს განცხადება პრემიერის განცხადების ფონზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხაზს ატარებს, რომელიც პასუხისმგებლობას ხსნის რუსეთს, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

გიორგი მარგველაშვილმა კონგრესში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკასთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სწორედ მხარდამჭერი აქტის მიღება იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები