06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ტრამპის შვილს ცოლი შორდება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს ცოლი შორდება.

New York Post-ის ინფორმაციით, განქორწინების საბუთები ვანესა ტრამპმა მანჰეტენის უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

გაშორების მიზეზად გამოცემა ოჯახურ პრობლემებს, უმცროსი ტრამპის მოგზაურობებს და გახმაურებულ "ტვიტებს" ასახელებს.

წყვილმა განქორწინების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. დონალდ ტრამპი უმცროსი და ყოფილი მოდელი და მსახიობი ვანესა ტრამპი 2005 წელს დაქორწინდნენ. მათ 5 საერთო შვილი ჰყავთ.

დღის ამბები