20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ტარიფი სხვადასხვა უნდა იყოს - ცენტრში უნდა იყოს ბევრად უნდა მეტი, გარეუბნეში თავისი ფასია -„სითი ინსტიტუტი“ მერიას პარკირების ახალ სისტემას სთავაზობს

ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი“ მერიას პარკირების ახალ სისტემას სთავაზობს. საუბარია ქალაქის ზონებად დაყოფასა და პარკირების საფასურის საათობრივ გადახდაზე.  

სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორიმა, მამუკა სალუქვაძემ მერიას, პროექტის საპილოტე ვერსიისთვის, ევროპაში აპრობირებული აპარატების ჩამოტანასა და სატესტო რეჟიმში მუშაობა შესთავაზა.

„ქალაქის ცენტრში 15 პროცენტი მაინც უნდა იყოს პარკირებისგან თავისუფალი ტერიტორია და 85 უნდა იყოს დატვირთული. ეს ევროპაში ითვლება ნორმალურ და კარგ სატარიფო პოლიტიკის მქონე სტრატეგიად. ტარიფი სხვადასხვა უნდა იყოს - ცენტრში უნდა იყოს ბევრად უნდა მეტი, ქალაქის გარეუბნეში, ბუნებრივია, თავისი ფასი არის, საცხოვრებელ ტერიტორიებთან დაკავშირებით თავისი. არის ადგილები, სადაც ალბათ, აპრკირება საერთოდ არ უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს, ესეც ზონირებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

„სითი ინსტიტუტის“ რეკომენდაციები თბილისის გენერალურ გეგმაშიცაა ასახული. დეტალებზე კომპანიის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ისაუბრეს.

დღის ამბები