ვანის რაიონის მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.
სოფელ უხუთის მოსახლეობა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდა და სოფელში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებზე ისაუბრეს.
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის მათი შანსი, რომ პარლამენტში აირჩიონ მებრძოლი ადამიანი, რომელიც იბრძოლებს ვანელების პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც იქნება აქტიური და არ მოასვენებს ხელისუფლებას და რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ ხალხი ვანის რაიონში ცხოვრობდეს უკეთესად,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში არ ფუნქციონირებს ამბულატორია, არ აქვთ გაზიფიცირება, საკანალიზაციო სისტემა და გადაადგილება შეუძლებელია სოფლის შიდა გზებზე.