20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოში - ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური ბათუმის საკრებულოში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიცია მოითხოვს, ევროპის კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაციას კახა კალაძე უხელმძღვანელებს საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენოს და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთოს.

ოპოზიციის მოთხოვნაა, კალაძემ ევროპის კონგრესზე ტატუნაშვილის ცხედრის დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

„დღეს ვიხილეთ ბათუმის საკრებულო, რომელიც დაცლილია პოლიტიკური ღირსებისგან . საკრებულო რომელმაც ელემენტარული პრინციპული ხასიათი ვერ გამოავლინა, უმრავლესობაზეა საუბარი, საკრებულო, რომელსაც შეეშინდა განცხადების მიღება აგრესორის მიმართ“-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ინიციატივას ვერ მიიღებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

„იყო პლაგიატი ერთიერთში მეორდებოდა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის რეზოლუციის პროექტი, რომელიც დიდი ალბათობით დღეს შევა ძალაში, დამერწმუნეთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უფრო შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ბათუმის საკრებულოში გაკეთებული მიმართვა“- საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი.

დღის ამბები