20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"ლობისტების რესურსი წესით მარგველაშვილის ხელში არ უნდა იყოს" - ექსპერტები პრეზიდენტის ინიცირებულ მხარდაჭერის აქტზე საუბრობენ

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდასაჭერი აქტის შემუშავება სთხოვა ექსპერტები ეხმაურებიან.

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ აქტის შემუშავება ქვეყანას არ ავნებს, თუმცა მისი აზრით, ლობისტებთან ურთიერთობა მარგველაშვილის ნაცვლად სხვა პირს უნდა დავალებოდა.

„მხარდაჭერის აქტი წესით არ ავნებს ჩვენს საქმეს, მაგრამ ამისთვის, აუცილებელი იქნება გააქტიურება ჩვენი ყველა რესურსის, მათ შორის ჩვენი ლობისტების, რომლებიც გვყავს ვაშინგტონში. ლობისტების რესურსი წესით მარგველაშვილის ხელში არ უნდა იყოს, უნდა იყოს ვიღაც სხვის ხელში. გააჩნია ისინი რას იზამენ.

მთავრობა ამ ეტაპზე გადართულია სხვა საკითხებზე, იგივე ტატუნაშვილის საქმე, ამას რატომღაც მიება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა. ასე რომ მართალი გითხრათ, მე მგონია ეს დარჩება ამ ინიციატივად და ამის იქით არ წავა“ -ამბობს შარაშენიძე.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი კი თვლის, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარი საქართველოს მთავრობამ უნდა დაუჭიროს, თუმცა ის ამ მხარდაჭერას ვერ ხედავს.

„შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოს მთავრობა უკვე ჩართული თუ არ არის ჩაერთვება ამ ინიციატივის რეალიზებაში“-ამბობს გაფრინდაშვილი.

დღის ამბები