საქართველოს პრეზიდენტი კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას სთხოვს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტში კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცების შესახებ.
გიორგი მარგველაშვილის კონგრესში დაყენებული ინიციატივა დღეს მმართველმა პარტიამ მოიწონა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მიიღებენ, სახელისუფლებო პარტიისგან მხარდაჭერილი იქნება.
პრეზიდენტს დღეს იდეა მოუწონეს საპარლამენტო ოპოზიციაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომაც“ მთავრობას მიმართა და ქვეყნის პირველი პირის ინიციატივის განხორციელებაში აქტიური ჩართვა მოსთხოვა.
საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექპერტები ამბობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონგრესის დოკუმენტში რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხიც მოხვდეს.
დაიწყებს თუ არა პრეზიდენტის ინიციატივაზე მმართველი პარტია მუშაობას ეს, სავარაუდოდ, ცნობილი გიორგი მარგველაშვილის შტატებიდან ვიზიტის დასრულებისა და პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის შემდეგ გახდება.
ქვეყნის პირველი პირი, სავარაუდოდ, სწორედ საკანონდებლო ორგანოში გამოსვლის დროს წარადგენს დამატებით დეტალებს მისი წინადადების შესახებ.