„სითი პარკის“ ხელმძღვანელი თბილისის ვიცე-მერმა 20 წუთით მიიღო. ბინიამინ ლაჰავის განუმარტეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოა და დედაქალაქის მერია კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. თვის მხრივ "სითი პარკი" სასამართლო დავისთვის ემზადება.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „სითი პარკის“ ინსპექტორებზე ბოლო დღეებში გააქტიურებულ აგრესიაზე ისაუბრა. ბინიამინ ლაჰავი კახი კალაძეს მოუწოდებს 10 აპრილამდე ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და ინსპექტორების უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს.
ვიდეომასალა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, „სითი პარკის“ ინსპექტორს სამხრე კამერით აქვს გადაღებული. მასალაში ჩანს, რომ მოქალაქე, რომელსაც „სითი პარკის“ თანამშრომელმა ჯარიმა გამოუწერა, ჯერ ჩხუბობს, შემდეგ ჯარიმას ხევს და ნაგვის ურნაში აგდებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისის მერიამ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ინფორმაციია გაავრცელა.
„სითი პარკს“ თბილისის მერიამ 500 გვერდიანი დასაბუთებული დოკუმენტი გადაუგზავნა, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა. „სითი პარკში“ დარწმუნებულები არიან, რომ მერმა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო და უცხოელ ინვესტორებს საფრთხე შეუქმნა.
ადვოკატები ხელშეკრულების შეწყვეტას კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაასაჩივრებენ და მერიისგან კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ.