„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს. პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება. ნიკა მელიას მტკიცებით, გეგმა რეალურია და მასზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ენმ-ის ახალი კონცეფციის მიხედვით, პენსიის ზრდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებითა და ეკონომიკური ზრდითაა შესაძლებელი.
"ნაციონალურ მოძრაობის" ახალი საპენსიო კონცეფცია დაგროვებით პენსიასაც მოიცავს. ოპოზიციური პარტიის ინიციატივის მიხედვით, დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი იქნება და დანაზოგის განთავსება პენსიონერებს კერძო ან სახელმწიფო ფონდებში შეეძლებათ.
ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საპენსიო კონცეფციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნობს.